საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი დღეს, 5 სექტემბერს ჩამოდის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
საქართველოში აშშ-ის ელჩი, 57 წლის რიჩარდ ნორლანდი გამოცდილი დიპლომატია. ნორლანდმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯონ ბასი შეცვალა.
ნორლანდს სახელმწიფო დეპარტამენტში მაღალი რანგი ეკავა - საერთაშორისო საქმეთა მრჩევლის მოადგილის პოსტი. 2007-2010 წლებში იყო არის აშშ-ის ელჩი უზბეკეთში.
2005-2007 წლებში იყო აშშ-ის მისიის უფროსი მოადგილე ქაბულში. 2003-2005 წლებში ამერიკის დიპლომატიური მისიის მოადგიილე ლატვიაში. 2002-2003 წლებში მოღვაწეობდა ავღანეთში. მიჰყავდა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების საკითხები. მას ჰქონდა დიპლომატიური კარიერა ჩრდილოეთ ირლანდიაში. ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას - ორი წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა უშიშროების საბჭოს ევროპულ დეპარტამენტს.
რიჩარდ ნორლანდი 1993 წელს საქართველოში სამშვიდობო პროცესში მონაწილეობდა. 1988-1990 წლებში იგი მუშაობდა მოსკოვში აშშ-ის საელჩოში. დიპლომატიური საქმიანობა კი 1981 წელს ბაჰრეინში დაიწყო.
დამთავრებული აქვს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ედმუნდ ე უოლშის სკოლა. არის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ნორვეგიულ და ლატვიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.