"ანდრეს ფოგ რასმუსენის ვიზიტი ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის საკმაოდ ნათელი გამოვლინება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში გრიგოლ მგალობლიშვილმა საქართველოში Aანდრეს ფოგ რასმუსენის დაგეგმილი ვიზიტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია.
,,ეს ცხადყოფა იმას, თუ რა ინტენსიურად მიმდინარეობს დიალოგი იმ გზავნილების განსახორციელებლად, რომელიც ჩიკაგოს სამიტზე გაკეთდა. ჩიკაგოს სამიტის შემდეგ ამ ვიზიტის განხორციელება მნიშვნელოვანია. საქართველოში რასმუსენის ეს უკვე მესამე ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს იმ დინამიკას, რომელიც ჩამოყალიბდა ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია, რომ რასმუსენის ვიზიტი წინ უსწრებს რუსეთის მიერ რეგიონში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ალიანსი სტაბილურობას საქარაველოსა და რეგიონში", _ განაცხადა მგალობლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს 6 სექტემბერს ,,ამბასადორიალი 2012" ფარგლებში ეწვევა.