„ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის " გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია მუხიანში ნონეშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
ინგა გრიგოლია ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და მათ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა.
ინგა გრიგოლიას განცხადებით, მოსახლეობის ძირითად პრობლემას კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული მაღალი ტარიფები, უმუშევრობა და ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა წარმოადგენს.
მისივე თქმით,სამართლიანი ტარიფების დაწესება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს და რა ყველაზე მნიშვნელოვანია, თითეული ოჯახის საყოფაცხოვრებო ბიუჯეტს შეამცირებს.
„მოგეხსენებათ, ხალხი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს და მე თქვენთან ერთად ვდებ პირობას, რომ ამ კონკრეტულ საარჩევნო ოლქში ნაციონალური მოძრაობა დამარცხდება."ქრისტიან-დემოკრატების "გამარჯვების შემთხვევაში, ყველა აღნიშნული პრობლემა მოგვარდება და ჩვენს შვილებს ექნებათ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, მშობლები იქნებიან დასაქმებულნი და პენსიონერები იქნებიან დაფასებულნი." - განაცხადა ინგა გრიგოლიამ
მასალის გამოყენების პირობები