საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-მა ევროკავშირის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგში ცვლილებები შეიტანა და "სტაბილური" "ნეგატიურით" შეცვალა. რაც შეეხება ზოგად რეიტინგს, ის უცვლელი - ААА დარჩა.
"სტაბილურის" "ნეგატიურით" შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ სარეიტინგო კომპანიას ევროკავშირის ბიუჯეტის სპონსორების საკრედიტო შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, მათ შორის გერმანიაზე, საფრანგეთსა და ბრიტანეთზე.