ისრაელის პოლიციამ პალესტინის ტერიტორიაზე, იერუსალიმის დასავლეთით, ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მიერ ქრისტიანული მონასტრისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ასევე დაწყებულია გამოძიება ლატრუნში ტრაპიტების ორდენის მონასტერზე ანტიქრისტიანული წარწერების გამო.
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ამ ვანდალიზმების ჩადენაში, სავარაუდოდ, ებრაელი რადიკალები მონაწილეობდნენ, რომლებმაც შური იძიეს მიგრონის დასახლებიდან 300 ადამიანის გამოსახლების გამო.
ისრაელის უმაღლესი სასამართლოს გააწყვეტილებით, მიგრონის დასახლება, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის გარეშე მოეწყო. შესაბამისად, გასახლება კანონის დაცვით მოხდა.