დღეს, 9 ივლისს, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, "დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის" პროექტის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა დასრულდება. სხდომაზე 2010 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში შესრულებული აქტივობების, განსახოციელებელი ქმედებებისა და ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.
"დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის" პროექტის აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრას ესწრებიან დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვის გლობალური ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით (UNDP). გრანტის ბიუჯეტი შეადგენს 875,000$-ს.