დაიწყება მუშაობა იმისთვის, რომ უფლებადამრღვევები დასანქცირდნენ და მათ შეეზღუდოთ აშშ-სა და ევროპაში გასვლა, საბანკო სერვისებით სარგებლობაც - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მე-5 პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„14 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი წავა მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც გარდა ევროპელი ლიდერებისა, ჩადიან აშშ-ს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც ვიცი, იქ იქნება უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც იყო ბუჩამდე იყო აფხაზეთის მასპინძელი კონგრესში, მარკო რუბიო, ვანსი - ვიცეპრეზიდენტი, მიღმა ამისა, იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენი, ყველა ევროპელი ლიდერი.
მოგეხსენებათ, არ მიყვარს ოპოზიციასთან დიდად შეხვედრები, მაგრამ კარგი შეხვედრა იყო. გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ ყველა შევთანხმდით, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით თუ სხვა გზებით, შევაგროებთ ინფორმაციას კანონდამრღვევებზე - მოსამართლეებზე, პროკურორებზე, ცრუმოწმეებზე.
თავს მოიყრის ეს ინფორმაციები პრეზიდენტთან და დაიწყება მუშაობა იმისთვის, რომ უფლებადამრღვევები დასანქცირდნენ და მათ შეეზღუდოთ აშშ-სა და ევროპაში გასვლა, საბანკო სერვისებით სარგებლობაც. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის შედეგი" - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.