ოპოზიციას ერთადერთი საერთო ჰქონდა, უსამშობლოების გაერთიანება იყვნენ, ისინი, უცხოელი პატრონების დაკვეთით, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლამ გააერთიანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა
„მათ რომ ჰკითხოთ, ამ ქვეყნის გადამრჩენელები, უპირობო ლიდერები და გამარჯვებული პარტიის წარმომადგენლები არიან. ვაშაძეს რომ ჰკითხო, პირველ ადგილზე გავიდა. „ნაცებს“ რომ ჰკითხოთ და ჩემს ხაბეს, ისიც პირველ ადგილზე გავიდა. „ლელო“ და ტოპ ტვინები ხომ გავიდნენ და გავიდნენ. პატრონები, რომ მიხვდნენ, გაერთიანება ვერ მოხდებოდა, დაუსვეს მადამ მავნებელი. ჯერ პრეზიდენტი, რომ იყო და სტატუსი, რომ ჰქონდა ათი კაცი მხარს არ უჭერდა, ახლა მით უმეტეს სტატუსი არ აქვს. ქალბატონ მავნებელს სოროსის ფონდში აქვს ოფისი და იძახის, პრეზიდენტი ვარო. მე იმ ახალგაზრდებზე ვდარდობ, ამ უსამშობლოებმა ვინც გამოიყენეს. მათ მივმართავ, ხომ დარწმუნდით, რომ ეს ხელმოცარულები და უსამშობლოები ვის ემსახურებოდნენ. მილიონობით დოლარი მოდიოდა და ტრამპმა გააშიშვლა, კრიმინალებს და თაღლითებს ეძახის. ამ ორგანიზაციების დაფინანსებულებს მიჰყვებით. ამათმა დაგარწმუნეს, რომ ჩვენ არასწორი გზით მივდივართ. ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რომ სანქციების დაწესება და ომში არჩართვა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან სანქციების დაწესება ომში ჩართვას პირდაპირ იწვევდა. კარგად უნდა გაიაზროთ, რომ ამ ბრძოლაში ხართ იარაღი. თვითონ ჩირგვში სხედან, თბილად მოკალათებულები, ხოლო თქვენ და თქვენი მეგობრები ბრძოლის წინა ხაზზე გამოგიშვეს და შემდეგ არის დაკავებებიც. ძალიან ცუდია, რომ ამ ახალგაზრდებზე გადაიარა ამ უსამშობლოების დაფინანსებამ და თქვენ გიყენებენ. ვიდრე დროა, გამოფხიზლდით და ამ უსამშობლოებს თავს ნუ გამოაყენებინებთ“, – განაცხადა ზარქუამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ქვეყნის გადარჩენის გზა ერთიანობაა, რაც სამი კომპონენტისგან შედგება – პოლიტიკური პარტიების გაერთიანება და თანამშრომლობა, საზოგადოება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“.