რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი თანამდებობიდან გადადგა. იუწყება Reuters
„იმისათვის, რომ დავიცვა რუმინეთი და რუმინელი მოქალაქეები ამ კრიზისისგან, არასაჭირო და ნეგატიური განვითარებისგან, მე ვტოვებ რუმინეთის პრეზიდენტის თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 12 თებერვალს. ღმერთმა დალოცოს რუმინეთი“, – განაცხადა იოჰანისმა.
იოჰანისმა გადაწყვეტილება ულტრამემარჯვენე საპარლამენტო ძალების მხრიდან იმპიჩმენტის მუქარის ფონზე მიიღო.
2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის პირველი ტურის შედეგები ბათილად გამოაცხადა.
შედეგების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პრორუსმა პოლიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ ხმების 23% მოიპოვა.
შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც რუმინეთის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ ჰქონდა დაზვერვის მონაცემები, რომელიც ადასტურებდა, რომ არჩევნებზე რუსეთის გავლენას იყო ჯორჯესკუს სასარგებლოდ.
განმეორებითი არჩევნები 4 მაისსაა დაგეგმილი. კლაუს იოჰანისი კი ახალ არჩევნებამდე სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე უნდა დარჩენილიყო.