ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სამშაბათს, 11 თებერვალს, პარიზში, ხელოვნური ინტელექტის სამიტის ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს შეხვდება.
ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა სტეფან დე კეერსმახერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სპიკერის თქმით, ფონ დერ ლაიენი შეხვდება ვენსს საფრანგეთში, სადაც ის დაესწრება ხელოვნური ინტელექტის სამიტს, რომელიც 10-11 თებერვალს
„დღეს და ხვალ პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი იქნებს პარიზში, საფრანგეთში, სადაც ის მიიღებს მონაწილეობას ხელოვნური ინტელექტის სამიტში.
ასევე ხვალ (11 თებერვალს) პარიზში ევროკომისიის პრეზიდენტი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯეიმს დევიდ ვენსს“, - განაცხადა დე კეერსმახერმა.
მისი თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენი სამშაბათს, 11 თებერვალს, ნაშუადღევს გაემგზავრება სტრასბურგში, საფრანგეთში, სადაც დაესწრება ევროკომისართა კოლეგიის შეხვედრას.