"აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოს სუვერენიტეტის ქვეშ დაბრუნების პერსპექტივა არარეალურია", _ აცხადებს სტრატეგიული კულტურის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ანდრეი არეშევი და საქართველოს ჯავახეთში პრობლემებს უწინასწარმეტყველებს.
"ოფიციალურ თბილისს მოუწევს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის დამყარება, მაგრამ ამაზე დიდი დრო წავა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაზე კი მხოლოდ ძალიან შორეულ პერსპექტივაში შეიძლება საუბარი", _ აცხადებს არეშევი და აღნიშნავს, რომ "საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამჟამად ეროვნებების მიმართ განხორციელებული კურსის შენარჩუნებამ, შესაძლოა, საქართველო დიდ პრობლემებამდე მიიყვანოს".
"მაგალითისათვის მოვიყვან ჯავახკში არსებულ სიტუაციას, რომელიც საკმარისად რთული და დაძაბულია", _ აცხადებს არეშევი. მისი თქმით, ხისტი უნიტარული სახელმწიფოს მშენებლობა აუცილებლად წინააღმდეგობას წააწყდება.