ეკონომიკის ექსპერტ ავთანდილ სილაგაძის შეფასებით, ნაიცონალური მოძრაობის ეკონომიკური პროექტი ერთიანობაში დადებითად შეიძლება შეფასდეს. როგორც სილაგაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, აღნიშნულ პროგრამაში განსაკუთრებით დადებითად უნდა შეფასდეს ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება ადგილობრივი ბიუჯეტის გაძლიერების, მუნიციპალიტეტების შესახებ სტრატეგიის შემუშავებაში.
როგორც ექსპერტი განმარტავს, აღნიშნული პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს თვითმმართველობის ერთეულებს, თუმცა მმართველ პარტიას შეუძლია ეკონომიკური პროექტის გაცილებით დახვეწილი ვარიანტის მომზადებაც.
"მე გავეცანი სხვა პარტიების მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ პროექტებს და შემიძლია გამოვყო რამდენიმე მათგანი. ალიანსის მიერ წარდმოგენილ ეკონომიკურ პროექტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური საკითხები, კერძოდ, როგორც უნდა მოხდეს კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დახმარება, ასევე სკოლამდელი ასაკის მოსწავლეებისთვის ცელკეული პროგრამების შემუშავება, რაც შეეხება ეროვნულ საბჭოს, მათ პროგრამაში აღნიშვნას იმსახურებს რუსეთთან ეკონომიკური ურთთიერთოების დარეგულირება, ხოლო მრეწველების ხედვა მნიშვნელოვანია წარმოების თვალსაზრისით. კერძოდ, როგორ უნდა განვითარდეს კერძო სექტორი და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები", - აღნიშნა სილაგაძემ.