თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა შორის ქართველების არსებობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ შესულა. ქართველების შესაძლო დაზარალებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვებას საქართველოს საკონსულო ცდილობს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით თურქეთში მიწისძვრას 60-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავებულია.