უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს, 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დაწყებისას იმედი გამოთქვა, რომ თეთრი სახლის ლიდერი უკრაინაში ომის დასრულებაში დაეხმარება.
„დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაგვეხმარება, ეს ომი რაც შეიძლება მალე, ჯერ კიდევ ზამთრამდე დავასრულოთ. დიახ, ზამთრამდე - ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზელენსკიმ ნიუ იორკში, ტრამპთან შეხვედრის საჯარო ნაწილის დროს..