აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს განიხილავს.
ტრამპის თქმით, უკრაინის თავდასხმებმა რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებსა და დიზელის საწვავის მარაგებზე „რუსეთს სერიოზული დარტყმა მიაყენა“, თუმცა ამავდროულად გავლენა მოახდინა მსოფლიოში დიზელის საწვავის ფასებზე.
„ეს ნამდვილად სერიოზული დარტყმაა რუსებისთვის. ამან ასევე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დიზელის საწვავის ფასზე“, - განაცხადა ტრამპმა ნიუ იორკში, ზელენსკისთან შეხვედრის საჯარო ნაწილის დროს.
ტრამპმა დაამატა, რომ აღნიშნულ საკითხს უკრაინის პრეზიდენტთან განიხილავს.