ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა 22 სექტემბერს წინასწარ შეთანხმებას მიაღწია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 36 თვით გახანგრძლივების შესახებ. ამასთან, სანქცირებულთა სიიდან რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი ამოიღეს.
Reuters-ის ცნობით, შეთანხმება დაახლოებით 3 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელებული სანქციების გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
სანქციების გაგრძელებას ლატვია თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა და უსმანოვისა და ფრიდმანის სიიდან ამოღებას მიუღებლად მიიჩნევდა. თუმცა საბოლოოდ ლატვიამ კენჭისყრისას თავი შეიკავა, რამაც შეთანხმების მიღების შესაძლებლობა შექმნა.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების რეჟიმის გაგრძელებას მანამდე ექვს თვეში ერთხელ სჭირდებოდა ერთსულოვანი მხარდაჭერა. ახალი შეთანხმების თანახმად, დაახლოებით 3 000 პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვები სამი წლით გაგრძელდება.
გადაწყვეტილება ოფიციალურად ძალაში ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ შევა.