აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების შესაძლო გაცემის საკითხს განიხილავს.
ამის შესახებ ტრამპმა ნიუ იორკში, ზელენსკისთან შეხვედრისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს შეახსენეს, რომ მან შესაძლო გეგმაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოება უკრაინაში უნდა დაწყებულიყო, და ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა დაპირების შესრულებას.
„ეს შესაძლებელია. ჩვენ ამას განვიხილეთ და ახლა კიდევ განვიხილავთ... ძალიან ძლიერი წარმოებაა, ვგულისხმობ, ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. ძალიან ნიჭიერი ხალხია“, - განაცხადა ტრამპმა.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინასთან Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების ლიცენზიების გაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.