ნიგერიაში მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. პლატოს შტატში მომხდარ შეტაკებას 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, დაპირისპირების მონაწილე 95 ადამიანი უშიშროების სამსახურის მიერ უკვე დაკავებულია.