12 მარტს ბრიუსელში ნატო-საქართვლოს კომისიის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მხარები საქართველოს წლიურ გეგმას განიხილავენ, კერძოდ კი, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა ალიანსში გასაწევრიანებლად აღებულ ვალდებულებებს. ასევე დაგეგმილია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის დიოკუმენტის განიხილვა", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე შეფასებით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა წინ გადადგმული ნაბიჯია და ხელს უწყობს ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით რეინტეგრაციის საკითხებში სახლემწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი დღეს ბრიუსელში გაემგზავრა.
იაკობაშვილი დოკუმენტს, როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის, არასამთავრობო ორგანიზაციის და აკადემიური წრეების წამომადგენლებს გააცნობს.