დღეს პაკისტანის ქალაქ ლახორში მომხდარ ტერორისტულ აქტს, ბოლო მონაცემებით 14 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ციფრი საბოლოო არ არის და მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ტერაქტის შედეგად მძიმედ დაიჭრა 70 ადამიანი, რომელთა უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის უკიდურესად მძიმეა.
ქალაქ ლახორში აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ავტომობილი პოლიციის დაცულ უბანზე შეღწევას შეეცადა. საკონტროლო პუნქტზე მდგარმა პოლიციელებმა ავტომობილი არ გაატარეს, რის შემდეგაც ავტომობილის საჭესთან მჯდარმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა ბომბი აამოქმედა.
აფექთქების შედეგად სრულად განადგურებულია პოლიციის სამმართველოს შენობა და სერიოზული ზიანი მიადგა მის ირგვლივ მყოფ ნაგებობებს.
ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები დარწმუნებულნი არიან, რომ ტერაქტი პაკისტანში მოქმედი მოძრაობა "ტეხრიკ-ი-თალიბან პაკისტან"-ის თალიბი-ექსტრემისტების ჩედენილია. ისინი ხელისუფლებას ავღანეთის მეზობელ რაიონში სამხრეთ ვაზირისტანში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის გამო ებრძვიან.