თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში დღეს ქალაქ ბინგელიდან 45 კილომეტრის მოშორებით 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი ქალაქ ანკარადან 625 კილომეტრის დაცილებით იყო. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 41 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.