რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი აცხადებს, რომ უახლოეს წლებში რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმირების პროცესში 135 ათასამდე ოფიცერი თანამდებობიდან გათავისუფლდება.
"ამჟამად არსებული 355 ათასი ოფიცრიდან 150 ათასამდე უნდა დავიდეთ. ანუ ჩვენ გვრჩება 200 ათასი ადამიანი, რომელიც "ახალ იერსახეში" ვერ პოულობენ თავის დანიშნულებას. ჩვენ არ ვაჩქარებთ ამ პროცესს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენი გათვლებით, სამ, სამნახევარ წელიწადში და ეს 200 ათასი ოფიცერი რა თქმა უნდა გათავისუფლდებიან", _ განაცხადა ანატოლი სერდიუკოვმა ტელეარხ "როსია 24"-ის ეთერში.
მისივე თქმით, ამ რაოდენობიდან 2009 წელს სამსახურიდან უკვე გათავისუფლდა ოფიცერთა შემადგენლობის დაახლოებით 65 ათასი წარმომადგენელი.
"გასული წელი მიძღვნილი იყო იმისადმი, რომ ჩვენ გავათავისუფლეთ მხოლოდ ის ოფიცრები, რომლებმაც გარკვეულ ასაკს მიაღწიეს, რომლებიც ავამდყოფობის გამო, უკვე ვერ მსახურობენ, ისინი რომლებმაც თავად გამოთქვეს წასვლის სურვილი და ის ოფიცრები რომლებიც კონტრაქტის პირობებს არ ასრულებდნენ", _ განაცხადა სერგიუკოვა. მისივე ინფორმაციით, რუსი სამხედროების საშტატო რაოდენობა 2008 წელს 1 მილონ 130 ათასიდან 1 მილიონამდე დაიყვანეს.
სერდიუკოვი ასევე აცხადებს, რომ გათავისუფლებული ოფიცრებისათვის უწყებამ უკვე შემქნა სპეციალური ბაზა სადაც მათ "სამოქალაქო სპეციალობებს" ასწავლიან.