ერაყში, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, პირველი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ქვეყნის შს სამინისტროს ინფორმაციით არცევნების დღეს მოხდარი ტერორისტული აქტების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა და 1000-მდე დაშავდა.
არჩევნების მსვლელობის პარალელურად ერაყის სხვადასხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმოდა. 18 პროვინციის 50 ათასმდე საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს ხმის მიცემის საშუალება ქონდათ თუმცა, პრემიერ ნური ალ-მალიკის განცხადებით, მიზანი იყო მოსახლეობის დაშინება, რათა მათ მონაწილეობა არ მიიღონ საარჩევნო პროცესში.
"ფრანს პრესის" ინფორმაციით, რამდენიმე აფეთქება მოხდა ერაყის დედაქალაქში და მათ შორის ბაღდადის "მწვანე ზოლში", სადაც განთავსებულია სამთავრობო დაწესებულებები და უცხოეთის საელჩოები.
ტერორისტული აქტების მიუხედავად არჩევნები ჩატარებულად ითვლება.
ერაყის პარლამენტში მოსახვერდრად 12 ბლოკიდან და 165 პოლიტიკური გაერთიანებიდან 6292 კანდიდატი იბრძვის.
ექსპერტები აცხადებენ, რომ გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი მომქმედ პრემიერ მინისტრს აქვს.