მალე ბაზარზე ახალი სარეიტინგო კომპანია გამოჩნდება. ახალი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Universal Credit Rating Group-ი, რომელიც ჩინური, რუსული და ამერიკული კომპანიების მიერ დაარსდა ფუნქციონირებას ჰონკონგში დაიწყებს.
ახალი სერვისი ჩინური Dagong Global Credit Rating-ის, რუსული RusRating-ის და ამერიკული Egan-Jones Ratings Company-ის მიერ დაარსდა, რათა კომპანიამ მსოფლიო ეკონომიკური რეიტინგები შეადგინოს.
Universal Credit Rating Group-ი ბაზარზე გააქტიურებას და სხვა მოთამაშეებთან კონკურენციას გეგმავს. დღეისათვის ბაზარზე სამი მსხვილი კომპანია დომინირებს, როგორიცაა Fich, Moody's და Standard & Poor's.
მასალის გამოყენების პირობები