რუსეთი ჯერ კიდევ 2008 წელს იყო მზად თავის ბაზარზე ქართული ღვინოები დაებრუნებინა, მაგრამ ამას მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ეწინააღმდეგებოდა. ეს განცხადენბა რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ გააკეთა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2008 - 2009 წლებში მიმდინარეობდა მოლაპარაკებების ქართველ მეწარმეებთან როგორც კი ისინი საქართველოში ბრუნდებოდნენ და ამის შესახებ საქართველოს მთავრობა იგებდა -პრობლემები იწყებოდა.
"მათ იბარებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მათ გააკოტრებდნენ და მათ ამ საქმის გაგრძელებაზე არც უნდა ეფიქრათ. ეს იყო მთავრობა, რომელიც თავისი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებდა. ამის შემდეგ მოდიოდა შოკისმომგვრელი და ისტერიული განცხადებები, რომ აი ჩვენ ამერიკაში გველოდებიან და უკვე გემს ელოდებიან, რომელიც ქართყლი ღვინოებით დატვირთული ჩამოვა. სინამდვილეში კი ისინი არც ევროპულ ბაზარზე დაუშვია ვინმეს", _ აცხადებს ონიშენკო და აღნიშნავს, რომ ქართული მეღვინეონა ყველაზე უფრო უძველესია მთელს პლანეტაზე.
"სიტყვა "ღვინოც" ქართული სიტყვისაგან წარმოიშვება. ქართული მეღვინეობის ისტორია - ეს რვა ათასი წელია, სახელმწიფოებრიობის ისტორია კი 3 200 წელი - ხედავთ სხვაობას?
ახლა კი მადლობა ღმერთს ჩამოვიდნენ, დავილაპარკეთ -ეს უკვე შედეგია. ჩვენთან დაბრუნება 64 ქართულ კომპანიას სურს. ამასთან ერთად, თავის დროზე, ისეთ მდგომარეობამდე რა მდგომარეობამდეც მოლდოვა და საქართველო მივიდნენ არ მისულა არავინ, ამიტომაც დავხურეთ", _ აცხადებს ონიშენკო.