ნანა ექვთიმიშვილის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "დედა" ტრიესტეს კინოფესტივალზე საუკეთესოდ აღიარეს. ფილმი ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობდა.
ფილმში მონაწილეობენ: ერეკლე ცინცაძე, დავით გოგუაძე, თამთა გიგინეიშვილი, მაგდა მებურიშვილი, ია ზურაბიანი. ფილმი ნაჩვენები იყო 2011 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ასევე წარმოდგენილი იყო ვისბადენის კინოფესტივალზე "GO East" და ლონდონში Dush Arts სალონში.
ფილმით დაინტერესდა ფრანგული ტელეარხი კანალ პლუსი და გადაწყვიტა მისი შეძენა.