კომპანია "ჯეოფეშენის" ორგანიზებით, 14-16 დეკემბერს, თბილისის მოდის რიგით მეშვიდე კვირეული გაიმართება. 3-დღიანი წინასაახალწლო ღონისძიება სასტუმრო "Holiday Inn"-ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულზე 10-მდე დიზაინერი წარადგენს თავის კოლექციას. ესენი არიან გიორგი შაღაშვილი, უტა ბექაია, ეკა ბალანჩივაძე, ნინო ბაბუხადია (პირველად მონაწილეობს), აკა ნანიტაშვილი, ქეთი ჩხიკვაძე და ავთანდილ ცქვიტინიძე. ორგანიზატორთა განცხდებით, შესაძლოა, სია გაიზარდოს. დიზაინერებს, კასტინგის შედეგად შერჩეული სხვა და სხვა სააგენტოს 26 მოდელი მოემსახურება. გოგონების მაკიაჟზე პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ვულე ვუ" იზრუნებს, ხოლო თმაზე -ნანა აბუჯანიას სალონი "აბაშიძის 31".
14 დეკემბერს თბილისის მოდის კვირეული დიზაინერ თამუნა ინგოროყვას კოლექციის ჩვენებით გაიხსნება. ამჯერად კვირეულის შემოქმედებით ნაწილზე ნინო იოსელიანი ზრუნავს. კვირეულის კრეატივში თავის წვლილს თბილისის მოდის კვირეულის გენერალური სპონსორი კომპანია "აჭარაბეთიც" შეიტანს.
ორგანიზატორთა განცხადებით, სტუმრებს სიურპრიზები ელით! ერთ-ერთი ცნობილი დიზაინერი, თავად შექმნის საჩუქრებს "აჭარაბეთის" ბრენდინგით, რომლებიც კვირეულის სტუმრებს სამახსოვროდ გადაეცემათ.
თბილისის მოდის კვირეული ყველაზე კრეატიური და ინოვაციური ღონისძიებაა საქართველოს მოდის კალენდარში, რომლის ფარგლებშიც პროფესიონალ თუ დამწყებ დიზაინერებს, მოდელებსა თუ ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებს, ეძლევათ შანსი წარმოაჩინონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები.
ღონისძიების გენერალური სპონსორია "აჭარაბეთი", ოფიციალური მასპინძელი - სასტუმრო "Holiday Inn"-ი, პარტნიორები - "ჯორჯიან ივენტსი", სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსი", "გაბუნია და პარტიორები", სპონსორები - "ვულე ვუ", "ლიგ სტუდიო", "სარაჯიშვილი", სალონი "აბაშიძის 31", რესტორანი "მონოპოლი", მხარდამჭერები - თბილისის მერია და თბილისის სამხატვრო აკადემია, საინფორმაციო მხარდამჭერები - რადიო "ფორტუნა", "Georgia Today", "Music Box", "Focus Tv", გენერალური მედიაპარტნიორი - "რუსთავი 2".