ხვალ, 1-ელ დეკემბერს, 15:00 საათზე, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური ცენტრის დარბაზში მხატვარ გიორგი წიკლაურის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ შესრულებული 52 ნამუშევარი, პორტრეტები და ნატურმოტები.
ღონისძიების ორგანიზატორია საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი.
გამოფენა 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.