ჟურნალმა Forbes-მა 2012 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ 2012 წელს ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსი იყო ამერიკელი რეპერი Dr.Dre, რომელმაც მიმდინარე წელს 110 მლნ დოლარი გამოიმუშავა.
რეიტინგის მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა Pink Floyd-ის ერთ-ერთი დამაარსებელი როჯერ უოლერსი, რომელმაც 88 მლნ დოლარი გამოიმუშავა. შემსურულებელმა შემოსავლის უმეტესი ნაწილი მსოფლიო ტურნე - The Wall Live-იდან მიიღო.
მესამე ადგილზეა ელტონ ჯონი, რომელმაც მხოლოდ 80 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ელტონ ჯონმა აღნიშნული შემოსავალი ჩატარებული 100 კონცერტიდან და მულტფილმ "გნომეო და ჯულიეტას" გახმოვანებიდან მიიღო.
რეიტინგის მეოთხე ადგილზე ჯგუფი U2 აღმოჩნდა, ხოლო მეხუთე პოზიციაზე ახალგაზრდული ჯგუფი Take That-ი გავიდა. მეექვსზე პოზიციაზე როკ ჯგუფი ნიუ-იორკიდან Bon Jovi, ხოლო მეშვიდზე ადგილზე პოპდივა ბრიტნი სპირსი აღმოჩნდა. მერვე პოზიციაზე პოლ მაკარტნი, ხოლო მეცხრე პოზიციაზე ტეილორ სვიფტი აღმოჩნდა.
ხოლო რაც შეეხება მე-10 პოზიციაზე, მისი მფლობელი ახალგაზრდა შემსრულებელი ჯასტინ ბიბერი გახდა.