დღეს, 30 ნოემბერს, კახეთში, ლოპოტის ტბაზე, აშშ-ს საელჩო წარმოგიდგენთ ჯაზ კვარტეტს ნიუ იორკიდან. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. კვარტეტი ასრულებს სიმღებს ჯაზის „ოქროს ხანიდან". მათი მუსიკა შთაგონებულია ჯაზის დიდი ოსტატების - ლუი არმსტრონგის, დიუკ ელინგტონის, ჩარლი პარკერის და დიზი გილესპის მიერ.
ნიუ იორკში კონცერტებთან და მსოფლიო ტურნეებთან ერთად, არი როლანდ ჯაზ კვარტეტი ახორციელებს ჯაზის საერთაშორისო პროგრამებს და ჯაზის დასაკრავად აერთიანებს ახალგაზრდა მუსიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კულტურული წარმომადგენლების რანგში კვარტეტმა ჩაატარა 88 ტური 40 სხვადასხვა ქვეყანაში.