დღეს, 29 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება რობერტ სტურუასა და ალექსანდრე კალიაგინის ერთობლივი პრესკონფერენცია.
მოსკოვის თეატრი "ET CETERA" 30 ნოემბერს, 1,4,5 დეკემბერს წარმოდგენებს გამართავს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე. წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას მიერ მოსკოვის თეატრ "ET CETERA"-ში დადგმული სპექტაკლები: უილიამ შექსპირის "ქარიშხალი" და ტარიკ ნუის "კარგი ადგილი კი მოგინახავთ ძაღლების გამოსაკვებად". სპექტაკლების დასაწყისი 19:45 საათზე.