ხვალ, 28 ნოემბერს, 17:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა "მემკვიდრეობა და თანამედროვეობა". გამოფენა ეძღვნება ქართული ხელოვნებათმცოდნეობის მკვლევრის მერი კარბელაშვილის (1927-2006) 85 წლის იუბილეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრების - ჰენრიხ ჰრინევსკის, იოსებ შარლემანის, იაკობ ნიკოლაძის, ნინო წერეთელის, ნიკოლოზ კანდელაკის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, სერგო ქობულაძის, დავით გაბაშვილის, ლევან ცუცქირიძის, ავთო ვარაზის, ზურაბ ლეჟავას, გიორგი ოჩიაურის, ლორეტა შენგელია-აბაშიძის, გოგი წერეთელისა და ავთანდილ მონასელიძის ნამუშევრები.
ექსპოზიციაზე თავმოყრილია ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკება, რომელთა ნაწილის ექსპონირება პირველად ხდება.
ხელოვნებათმცოდნე მერი კარბელაშვილი იკვლევდა ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების დარგების განვითარების პროცესებს. გამოფენაზე თავმოყრილია იმ მხატვართა ნამუშევრები, რომელთა შემოქმედების შესწავლასა და კვლევას ეთმობა მერი კარბელაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობის უმთავრესი ნაწილი.
გამოფენა გაგრძელდება 12 დეკემბრამდე.