საბავშვო ევროვიზია 2012-ის ქართველი კონკურსანტები უკვე ამსტერდამში არიან. კონკურსზე საქართველოს ჯგუფი The Funkids წარადგენს. ისინი მეათე ნომრად იმღერებენ.
მეათე საბავშვო ევროფესტივალი ჰოლანდიის ქალაქ ამსტერდამში პირველ დეკემბერს "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" გაიმართება. კონკურსში 12 ქვეყანა მონაწილეობს: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბელგია, საქართველო, ისრაელი, მოლდოვა, ჰოლანდია, რუსეთი, შვედეთი და უკრაინა.
ჰოლანდიამ საბავშვო ევროფესტივალს 2007 წელს როტერდამში უმასპინძლა, ხოლო კონკურსის გამარჯვებული 2009 წელს გახდა.
საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა და წელს კონკუსში მეექვსედ მონაწილეობს. 2008 წელს კვიპროსში ჯგუფმა "ბზიკებმა" მოიპოვა გამარჯვება, ხოლო 2011 წელს ჯგუფმა "ქენდიმ".