30 ნოემბერს, 19:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ხალხური პოეზიის საღამო - "ლექსო, არ დაიკარგები". ღონისძიება ვახუშტი კოტეტიშვილის ხსოვნას ეძღვნება.
მონაწილეობენ საქართველოს ყოველი კუთხის გამორჩეული მელექსეები, ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. მაყურებელი პირველად მოისმენს ვახტანგ კოტეტიშვილის მიერ შეკრებილ დღემდე გამოუქვეყნებელი ხალხური პოეზიის ნიმუშებს. საღამოს წაუძღვებიან ფოლკლორისტები - ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე.
საღამო ტარდება დიდი ქართველი მეცნიერის, ქართული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის ვახტანგ კოტეტიშვილის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეების ფარგლებში.