დღეს, 24 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თოჯინების საერთაშორისო გამოფენა „თოჯინები გიწვევენ საცეკვაოდ" გაიმართა.
გამოფენაზე უკრაინისა და საქართველოს მეთოჯინეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, რომელიც სპეციალურად ექსპოზიციისათვის იყო დამზადებული და დამთვალიერებელმა პირველად იხილა.
გამოფენა უკრაინული მეთოჯინეების საზოგადოებრივ გაერთიანება „დე სტილის" პირველ
წლისთავს მიეძღვნა, რომლის მიზანს წარმოადგენს თოჯინების შექმნის ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების მხარდაჭერა.
ექსპოზიციაში, ქართველ ოსტატებთან ერთად, უკრაინელი მეთოჯინეები იღებდნენ მონაწილეობას. გამოფენა აქამდე ქალაქ ტალინს სტუმრობდა.
დამთვალიერებელმა იხილა თოჯინები, რომლებიც სხვადასხვა სტილითა და მასალისაგან არის შესრულებული: ქსოვილი, ფაიფური, თიხა და სხვა.
მნახველებს საშუალება მიეცათ ეხილათ უნიკალური თოჯინები, რომლებიც სხვადასხვა ცეკვებს ასრულებდნენ: ტანგო, ტვისტი და ა. შ.
გამოფენა უკრაინის საელჩოს, კულტურის კვლევისა და კოორდინირები ცენტრის და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა. გამოფენა 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.