დღეს, 21 ნოემბერს, 17:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში "იაპონიის შემოდგომის" - იაპონური კულტურის თვის - ფარგლებში ვადაიკოს (იაპონური ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტი) შესახებ ლექციას წაიკითხავენ და ამ ინსტრუმენტის დემონსტრირება მოეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობს ლეონარდ ეტოს ტაიკოს ანსამბლი, ლეონარდ ეტო, მიჰო უსუგი, კენიჩი კოიძუმი, იურა ჰოდენორი და დოჯი.
დასწრება თავისუფალია.