20-25 ნოემბერს თბილისის რიგით მე-15 ჯაზფესტივალი გაიმართება.
20 ნოემბერს, ფესტივალს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯაზვოკალისტი, სამი გრემისა და უამრავი პრიზის მფლობელი დი დი ბრიჯწოთერი გახსნის. მან 2011 წელს აიღო საუკეთესო ვოკალისტის ჯილდო.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: Jack Dejohnette, შვედური ჯგუფი Nils Landgren Funk Unit და THE CHUCK COREA TRIO with Cristian MC Bride & Brian Blade.
25 ნოემბერს ჩიკ კორეა ბენდთან ერთად ფესტივალს დახურავს. აღსანიშნავია, რომ ჩიკ კორეა მეორედ სტუმრობს თბილისს. თუმცა მის ვარსკვლავურ ტრიოს ქართველი მსმენელი სცენაზე პირველად ნახავს.
თბილისის მე-15 ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორია "ისთერნ პრომოუშენი", გენერალური სპონსორი კი "თიბისი სტატუსია".