დღეს,12 ნოემბერს, 18:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გიორგი ხუტაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შესრულებული გრაფიკა და ქანდაკება იქნება წარმოდგენილი.
გიორგი ხუტაშვილის ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში: საქართველო, გერმანია, საფრანგეთი და კვიპროსი.
გამოფენა გალერეა "ვერნისაჟში" 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.