დღეს, 11 ნოემბერს, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოადგენს ერთმოქმედებიანი ბალეტების პროგრამას.
პროგრამაშია იური პოსოხოვის ბალეტი "ანარეკლი", რომელშიც ნინო ანანიაშვილთან ერთად მთავარ პარტიებს წამყვანი მოცეკვავეები შეასრულებენ. მაყურებელი ასევე იხილავს ჯორჯ ბალანჩინის ბალეტ "სერენადაs". საღამოს დაასრულებს ფერენც ლისტის საფორტეპიანო სონატაზე ფრედერიკ ეშტონის მიერ დადგმული ბალეტი "მარგარიტა და არმანი", რომელშიც პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი და ვასილ ახმეტელი იცეკვებენ.