11 ნოემბერს, 17:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში დირიჟორის გივი მუნჯიშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ეროვნული საგუნდო კაპელა, ბათუმის ქალთა კამერული გუნდი, სიონის ტაძრის მგალობელთა გუნდი, "ფიროსმანი", "ჩოხოსნები" და რუსთავის III სამუსიკოს სკოლის გუნდი.
დასწრება თავისუფალია.