აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად კონოსმოყვარულებმა სხვადასხვა ფილმებიდან საუკეთესო პრეზიდენტი აირჩიეს.
The Credits-ის ინფორმაციით დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პრეზიდენტმა - ჰარისონ ფორდსის მიერ განსახიერებული ფილმიდან "პრეზიდენტის თვითმფრინავი". მას მხმა მისცა 23%-მა. ფილმში ეპიზოდურ როლს ქართველი მსახიობი ლევან უჩანეიშვილი არსრულებს.
მეორე ადგილზე 19%-იანი მხარდაჭერით მორგან ფრიმანის გმირმა მოიპოვა ფილმისათვის "შეჯახება უფსკრულთან", მესამეზე კი 9%-იანი მხარდაჭრით ბილ პულმანის გმირი გავიდა -"დამოუკიდებლობის დღე".
კინომოყვარულებმა ასევე დაასახელეს მსახიობი, რომელიც ყველაზე უკეთ შეძლებდა ბარაკ ობამას სახის გაცოცხლებას ეკრანზე. მათი არჩევანი დენზელ ვაშინგტონზე გაკეთდა.