დღეს, 8 ნოემბერს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ვოკალური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ სოლისტები: ირინე რატიანი (სოპრანო) და სულხან გველესიანი (ბარიტონი).
პროგრამაშია გაეტანო დონიცეტის, ვინჩენცო ბელინის, ჯუზეპე ვერდის, ალფრედო კატალანის, ჯაკომო პუჩინის, პიეტრო მასკანის და უმბერტო ჯორდანის ნაწარმოებები.