დღეს, 8 ნოემბერს, 17:00 საათზე, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში მალხაზ კუხაშვილის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამსახურებული მხატვრის, გრაფიკოსის, სატელევიზიო მხატვრის, წიგნის გრაფიკოსის, პედაგოგის, მალხაზ კუხაშვილის ნამუშევრები.
გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.