დღეს, 7 ნოემბერს, 17:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამაზ ბაძაღუას ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. ლექსების კრებული "100 ლექსი" გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა.
თსუ ბიბლიოთეკასთან ფუნქციონირებას იწყებს კლუბი "93-ე აუდიტორია". პროექტის მიზანია მივიწყებული ტრადიციის აღდგენა - უნივერსიტეტელი მწერლების, პოეტების, ლიტერატორების შემოქმედებითი საღამოების გამართვა, თაობებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.