ტაძრის გუმბათში ადრეული ტრადიციებითა და იკონოგრაფიული ბრწყინვალებით შესრულებული XI საუკუნის მოხატულობის ჯვრის ამაღლების კომპოზიციის კონსერვაცია განხცორციელდა.
საკონსერვაციო სამუშაოები მანგლისის სიონის ტაძარში პირველად 1950-იან წლებში ჩატარდა. წლების განმავლობაში მუქმა ნადებმა თითქმის მთლიანად დაფარა ბრწყინვალე მხატვრობა, ასევე გაუარესდა ფიზიკური მდგომარეობაც.
მიმდინარე წელს, მხატვრობის გადარჩენის მიზნით, ტაძარში აიგო ხარაჩო, 50-იან წლებში ნახმარი არათავსებადი თაბაშირის ქიმები გამოიცვალა კირისა ხსნარით. მთლიანად გაიწმინდა მოხატულობის ზედაპირი.
მანგლისის სიონი - ქართული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი აშენებულია VI-VII საუკუნეებში. მანგლისის სიონზე უძველესი წარწერებია შემორჩენილი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯვრის ამაღლების კომპოზიცია.