დღეს, 3 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლ "კარმენის" პრემიერა გაიმართება. ქორეოდრამა "კარმენი" დადგმულია ბიზე-შჩედრინის "კარმენ-სუიტას" მუსიკაზე.
დამდგმელი ქორეოგრაფი - კონსტანტინე ფურცელაძე. სპექტაკლში მონაწილებენ ანა ალექსიშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, არჩილ სოლოღაშვილი, გიორგი ტორიაშვილი, ქეთევან ასათიანი, ნუცა გუჩაშვილი, ეკატერინე დემეტრაძე, ანა წერეთელი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, ლევან კახელი, გიგი ქარსელაძე.
"კარმენი" ვასო აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრისა და ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) Moving Theatre-სთან ერთად განახორციელებული პროექტია, რომელმაც მიმდინარე წლის სექტემბერში მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართული ევროკავშირის განათლებისა და კულტურის პროგრამების საერთაშორისო ფესტივალში.