დღეს, 2 ნოემბერს, კიევის ფილარმონიის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი მართავს კონცერტს, რომელიც ეძღვნება საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლისთავს.
პროგრამაშია: გია ყანჩელის მე-6 სიმფონია; ალექსი მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი; ზაქარია ფალიაშვილის "დაისის" ფრაგმენეტები. ორკესტრს დირიჟორობს უკრაინის კონსერვატორიის კურსდამთავრებული მიხეილ მენაბდე.
კონცერტი გაიმართება კიევის ფილარმონიის სვეტებიან დარბაზში.