დღეს, 2 ნოემბერს, 19:00 საათზე, გალერეა "ვანდაში" ლევ ბაიახჩევის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გალერეის დირექტორმა ვანდმა მუჯირმა- "ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შესრულებული საზოგადოებისთვის, როგორც კარგად ნაცნობი, ასევე უცნობი ნამუშევრები ოჯახის კოლექციიდან იქნება წარმოდგენილი. გამოიფინება 65 ნამუშევარი: პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი და აბსტრაქცია".
მხატვარი ლევ ბაიახჩევი მოღვაწეობდა 1930-1992 წლებში, მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმში, ხელოვნების მუზეუმში და ეროვნული გალერეაში.
გამოფენა გალერეა "ვანდაში" 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.