დღეს, 30 ოქტომბერს, 19:00 სააათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ცენტრის განახლებული ვებგვერდის - ქსელური გვერდის - პრეზენტაცია.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ვებგვერდის (www. folk.ge) შესაქმნელად ზრუნვა 2005 წლიდან დაიწყო, როგორც კი მისი ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობა და სახსრები გაჩნდა. ვებგვერდზე განთავსდა 2005-2006 წლების ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის მასალები და შედეგები; ფესტივალის ლაურეატთა მონაცემები; ქართულ ფოლკლორისტიკაში ბოლო წლებში გამოცემულ ნაშრომთა ანოტაციები; მომღერალთა, მოცეკვავეთა, ლოტბართა, ქორეოგრაფთა, სახალხო მთქმელთა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ბიოგრაფიები; ხალხური საკრავები, საკრავთოსტატები და მესაკრავეები; ცნობილ ფოლკლორისტებთან ინტერვიუები; პრესრელიზები, ახალი ამბები, მილოცვები, ედრესები და ა.შ.