30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე თბილისის კონსერვატორიაში ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება კონსერვატორიის დიდი დარბაზში 19:00 საათზე გაიხსნება.
წელს თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი მეოთხეჯერ ტარდება. ყოველ წელს მასში მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი და სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები. ფესტივალის მიზანია, განავითაროს და კიდევ უფრო დახვეწოს ქართული ჩასაბერ საკრავთა სკოლა და კამერული მუსიკა, დააინტერესოს კლასიკური მუსიკით ახალგაზრდები და შესრულდეს ის ნაწარმოებები, რომლებიც მანამდე არ შესრულებულა ქართველი მსმენელისთვის. ყოველ წელს ტარდება დაახლოებით 20-25 მასტერკლასი, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში ათეულობთ სტუდენტი ესწრება. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები არიან: ჟულიეტ ურელი - ფლეიტა, საფრანგეთი, გიორგი გვანცელაძე - ჰობოი, ლევან ცხადაძე - კლარნეტი, ბრამ ვან სამბეკი - ფაგოტი, ჰოლანდია, ლაურენს ოთო - ვალტორნა, ჰოლანდია, საქართველოს სინფონიეტა, ვახტანგ კახიძე - დირიჟორი
30 ოქტომბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში შესრულდება ფრანსის პულენკის კამერული მუსიკა: სონატა ფლეიტის და ფორტეპიანოსთვის (1957), სონატა კლარნეტის და ფაგოტისთვის (1922), სონატა ჰობოისა და ფორტეპიანოსთვის (1962), ელეგია ვალტორნისა და ფორტეპიანოსთვის (1957), სონატა კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის (1962), სონატა ორი კლარნეტისთვის (1918), ტრიო ჰობოის, ფაგოტისა და ფორტეპიანოსთვის (1926), სონატა ვალტორნის, საყვირისა და ტრომბონისთვის (1922), სექსტეტი ფლეიტის, ჰობოის, კლარნეტის, ფაგოტის, ვალტორნისა და ფორტეპიანოსთვის (1932-39). ემსრულებლები: ჟულიეტ ურელი - ფლეიტა, გიორგი გვანცელაძე - ჰობოი, ლევან ცხადაძე და ნოდარ ბიწაძე - კლარნეტი, ბრამ ვან სამბეკი - ფაგოტი, ლაურენს ოთო ვალტრონა, გიორგი შამანაური - საყვირი, მამუკა ბექაური - ტრომბონი, ნინო გვეტაძე - ფორტეპიანო.
2 ნოემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში შესრულდება შემდეგი ნაწარმოებები: იოჰან კრისტიან რაინჰარდი - კონცერტი ვალტორნის და ორკესტრისათვის მი ბემოლ მაჟორი,
რიჰარდ შტრაუსი - დუეტ-კონჩერტინო კლარნეტის, ფაგოტის, სიმებიანი ორკესტრის და არფისათვის (1947), ანტონიო ვივალდი - კონცერტი ჰობოის და ორკესტრისათვის დო მაჟორი RV 447, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი - სინფონია კონჩერტანტე ჰობოის, კლარნეტის, ფაგოტის, ვალტორნის და ორკესტრისათვის K. 297ბ (1778). შემსრულებლები: გიორგი გვანცელაძე - ჰობოი, ლევან ცხადაძე - კლარნეტი, ბრამ ვან სამბეკი - ფაგოტი, ლაურენს ოთო - ვალტრორნა, საქართველოს სინფონიეტა, ვახტანგ კახიძე - დირიჟორი.